პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს დამოუკიდებლოს დღესთან დაკავშირებით ლიეტუვაში გაიმართა დისკუსია "Georgia’s European Way”


31.05.2022

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად , ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, საელჩოს ინიციატივით და ორგანიზებით, ლიეტუვის აღმოსავლეთ სწავლებათა ცენტრთან და ევროკომისიის წარმომადგენლობასთან პარტნიორობით, მიმდინარე წლის 30 მაისს, გაიმართა დისკუსია - "Georgia’s European Way”.

ღონისძიების ძირითად მიზანს წარმოადგენდა ფართო საზოგადოებისთვის საქართველოს პოზიციისა და ევროკავშირთან ურთიერთობებში მიღწეული პროგრესის და შემდგომი გაღრმავების გზების წარმოჩენა, ასევე, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე  შეტანილი განაცხადის და დადებითი გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობა.

ღონისძიებაში, სიტყვით გამომსვლელთა შორის, იყვნენ საქართველოს პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მანტას ადომენასი და ევროკომისიის წარმომადგენლობის პოლიტიკის და ანალიზის უფროსი ლაიმუტე პილუკაიტე. საჯარო ღონისძიება, რომელსაც მოდერატორობას უწევდა „ლიეტუვის აღმოსავლეთ სწავლებათა ცენტრის“ უფროსი მკვლევარი დენის ჩენუზა. დამსწრე საზოგადოებას დასკვნითი სიტყვით მიმართა ლიეტუვაში საქართველოს ელჩმა, სალომე შაფაქიძემ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ლიეტუვის სამთავრობო უწყებების და პოლიტიკური წრეების, პარლამენტის, ვილნიუსში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.