პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს გენერალური კონსული ალექსანდრე ჭკუასელი ალიკანტეს უნივერსიტეტს ეწვია


07.04.2023

2023 წლის 3 აპრილს, ქალაქ ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსული ალექსანდრე ჭკუასელი შეხვდა ალიკანტეს უნივერსიტეტის ვიცე რექტორს როსა მარია მარტინეზ-ესპინოსას.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გააქტიურებასთან დაკავშირებული საკითხები. ხაზი გაესვა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებთან მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობებს, ასევე ბარსელონაში საქართველოს გენერალურ საკონსულოსა და ალიკანტეს უნივერსიტეტს შორის ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ალიკანტეს უნივერსიტეტში ვიზიტის ფარგლებში გენერალური კონსული შეხვდა ქართველ სტუდენტებს, სადაც განხილულ იქნა მათი ჩართულობა სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებში.

გენერალური კონსული სტუდენტებთან ერთად ეწვია უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში არსებულ ქართულ კუთხეს.