პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს გენერალურმა კონსულმა ქ. ბარიში ვახტანგ ანდღულაძემ მიიღო პალერმოს მუნიციპალიტეტის კულტურის საკითხებში მრჩეველმა, ჯამპიერო კანელამ


13.02.2023

2023 წლის 8 თებერვალს, საქართველოს გენერალური კონსული, ვახტანგ ანდღულაძე მიიღო პალერმოს მუნიციპალიტეტის კულტურის საკითხებში მრჩეველმა, ჯამპიერო კანელამ.

საუბარი შეეხო მიმდინარე წლის განმავლობაში საერთო კულტურული პროექტების გამართვას, როგორიცაა პალერმოში ქართული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტების დაგეგმვა. ქართველი მხატვრების გამოფენების გამართვა, ასევე ინტერესი გამოითქვა პალერმოში მოღვაწე მხატვრების საქართველოში ვიზიტის საკითხზეც. შეხვედრისას, განიხილეს საგანმანათლებლო პროექტების, სკოლებისა და ქართულ-იტალიურ სამხატვრო აკადემიებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებიც.