პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს ჰიმნი მეხიკოში, მსოფლიო ჩემპიონატზე აჟღერდა


28.04.2019

27-28 აპრილს, ქ. მეხიკოში, საქართველოს ჰოკეის ეროვნული ნაკრები მექსიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში ასპარეზობდა, სადაც მეორე მატჩი მასპინძელთან, მექსიკის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 3:2 მოიგო. ნაკრების გულშემატკივრებს შორის იყვნენ საქართველოს საელჩოს და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ჰეთთრიკი შეასრულა ალექსანდრე ვასილიჩენკომ, რომელმაც სამივე პერიოდში მოახერხა გოლის გატანა და მექსიკის ყინულის ჰოკეის ფედერაციის გადაწყვეტილებით დაჯილდოვდა, როგორც საუკეთესო მოთამაშე. ჰოკეისტს დამსახურებული ჯილდო საქართველოს ელჩმა ზურაბ ერისთავმა გადასცა.

საქართველოს ნაკრებმა, საბოლოო შედეგებით, მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა.