პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი


15.12.2023

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, საქართველოს მიანიჭეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნა.

"ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცოგოვინასთან მას შემდეგ, რაც წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამის აუცილებელ ხარისხს მიაღწევს" – ამის შესახებ შარლ მიშელი X-ზე წერს.