პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს მთავრობა თურქეთში სამაშველო ტექნიკასა და მაშველებს აგზავნის


07.02.2023

თურქეთის რესპუბლიკაში 2023 წლის 6 თებერვალს მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობა უახლოეს საათებში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკას და მაშველებს გააგზავნის.  

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგებთან ბრძოლაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ჩაერთვებიან.