პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში ავრცელებს ინფორმაციას კოვიდ რეგულაციებთან დაკავშირებით


23.05.2022

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! 

გაცნობებთ, რომ 2022 წლის 23 მაისიდან, ბელგიის სამეფოში შესვლისას გაუქმდა კოვიდ-სერტიფიკატის, ანტიგენ/PCR ტესტის უარყოფითი პასუხის, გამოჯანმრთელების ცნობის წარდგენის და სპეციალური ელექტრონული ანკეტის (Passenger Locator Form (PLF)) შევსების ვალდებულება.

ბელგიის სამეფოში გამგზავრება დაშვებულია ნებისმიერი მიზნით.