პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში ავრცელებს ინფორმაციას


02.11.2023

საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში ავრცელებს ინფორმაციას საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ:

საფრანგეთის ჩრდილო დასავლეთის რამდენიმე რეგიონში უკიდურესი სიფრთხილეა რეკომენდირებული მოახლოებული გრიგალის გამო, რომელიც 170-175კმ/სთში იქროლებს და არის ნგრევისა და დატბორვის რეალური რისკები.

გთხოვთ, ყურადღებით იყოთ და გაითვალისწინოთ საფრანგეთის ხელისუფლების პერმანენტული მოწოდება. მოერიდეთ ქუჩაში გასვლას, ვიდრე განგაში არ დასრულდება.