პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს საელჩომ ნიდერლანდური ფოლკლორული ანსამბლის წარდგენას უმასპინძლა


30.03.2023

2023 წლის 24 მარტს, საქართველოს საელჩოში გაიმართა ნიდერლანდური ფოლკლორული კვარტეტის „ქართული ანსამბლის“ წარდგენა.

მუსიკალური საღამოს გახსნით ნაწილში, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით სოლომონიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ქართულმა ხალხურმა მუსიკალურმა შემოქმედებამ და ტრადიციულმა მრავალხმიანობამ გაამდიდრა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძური.

კონცერტი ორ განყოფილებიანი იყო. ქართველი დირიჟორის, ქეთევან წიკლაურის ხელმძღვანელობით, კვარტეტმა შეასრულა, როგორც ქართული ხალხური პოლიფონიის ნიმუშები, ასევე სხვადასხვა კომპოზიტორთა საავტორო ნაწარმოებები.

მუსიკალური ნაწილის პარალელურად, აუდიენცია გაეცნო ქართული ფოლკლორული მუსიკის შესახებ მოკლე მიმოხილვას, რომელიც პრეზენტაციის სახით, საელჩოს მრჩეველმა, ხუტა სალიამ წარადგინა.

ღონისძიების შემდგომ, მსმენელებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და ტრადიციული კერძები.