პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლაზე დაწესდა შეზღუდვები


16.03.2020

საქართველოში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ. შეზღუდვები ამოქმედდება 2020 წლის 18 მარტის 00:00-დან და ძალაში იქნება ორი კვირის განმავლობაში. 

შეზღუდვები შეეხება უცხო ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, გარდა:

ა) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების  წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრებისა;

ბ) შერეული ოჯახებისა, რომელშიც ერთ-ერთი მეუღლე, ან არასრულწლოვანი შვილი არის საქართველოს მოქალაქე;

გ) ჰუმანიტარული მისიით მომავალი პირებისა - თუ დღის წესრიგში დადგა ასეთი მისიის მოვლენის აუცილებლობა (ექიმები, მოხალისეები...);

დ) მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მქონე პირებისა - გაცემული საქართველოს შესაბამისი ორგანოს მიერ;

ე) სტატუს-ნეიტრალური დოკუმენტის მქონე პირებისა;

ვ) საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებისა;

ზ) ოფიციალური დელეგაციების საკითხი გადაწყდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად.