პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საკონსულო მომსახურება ქალაქ არნედოში


23.05.2022

საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში ავრცელებს ინფორმაციას ქალაქ არნედოში საკონსულო მომსახურების გაწევის შესახებ.

მიმდინარე წლის 28 მაისს საკონსულო მომსახურების მიზნით, ქალაქ არნედოში 16:00-19:00 საათებში იწარმოებს მოქალაქეთა მიღება შემდეგ მისამართზე: Calle Santa Eulalia 34 - წმიდა გიორგის სახელობის სამრევლო.

საკონსულო მომსახურების მიღების მსურველებმა, გთხოვთ მიწეროთ ქვემოთ აღნიშნული ინფორმაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

[email protected] 

სახელი/გვარი, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი, საკონსულო მომსახურების სახეობა. (რამდენიმე მოქმედების განხორციელების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ თითოეულ მოქმედებაზე)

იმ საკონსულო მომსახურების ჩამონათვალი რომელიც განხორციელდება საკონსულო ოლქის შემოვლის ფარგლებში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

https://bit.ly/3yUak4T