პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საკონსულო მომსახურება ქალაქ ფლორენციასა და მილანში


30.03.2023

იტალიის ჩრდილოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური, ოლქის შემოვლის ფარგლებში, გეგმავს გასვლითი საკონსულო მომსახურების ორგანიზებას ქ. ფლორენციასა და ქ. მილანში.

გასვლითი მომსახურება მნიშვნელოვანია საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, ვინც დიდი მანძილის გამო ვერ ახერხებს საკონსულო მომსახურებისთვის ქ.რომში ჩამოსვლას.

გასვლით შეხვედრაზე საკონსულოს წარმომადგენლები ადგილზე ჩაიბარებენ საკონსულო მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის განცხადებებს (სხვადასხვა ცნობები, ბიომეტრიული პასპორტი, ელ. პირადობის მოწმობა, დასაბრუნებელი მოწმობა, დოკუმენტის თარგმანი და სხვა), ასევე, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ საკონსულოს წარმომადგენლებს სამართლებრივ საკითხებზე გაესაუბრონ.

საკონსულო შეხვედრების ჩატარების თარიღებია:

ფლორენცია - 5 აპრილი, 2023;

მილანი - 6 აპრილი, 2023;

შეხვედრების ზუსტი დრო და ადგილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

საკონსულო მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

ტელეფონი: +39 3338879123;

ელ-ფოსტა: [email protected];

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:

https://bit.ly/3M5dUzK