პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საკონსულო შემოვლა ნიცაში


20.05.2022

საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

მიმდინარე წლის 23-24 ივნისს ქ. ნიცაში დაგეგმილია საკონსულო შემოვლა, საქართველოს მოქალაქეებისათვის საკონსულო მომსახურების ადგილზე გაწევის მიზნით.

მოქალაქეთა მიღება გაიმართება ცოცხალი რიგით 23 და 24 ივნისს 10:00-15:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: 18 Boulevard Louis Braille, Bâtiment 1, 06300 Nice.

ტრამვაი 1 ხაზი, გაჩერება Saint Charles

23 და 24 ივნისს საკონსულო შემოვლის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება შემდეგი მომსახურებების მიღება:

1. პასპორტი/პირადობის მოწმობა;

2. პირადი ნომრის მინიჭება;

3. საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა;

4. სამოქალაქო აქტების განმეორებითი მოწმობები (დაბადების, ქორწინების, განქორწინების, გარდაცვალების, სახელის და/ან გვარის შეცვლის);

5. ცნობები (ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ, ორთოგრაფიის დამოწმება, ნასამართლეობის შესახებ ცნობა, ცნობა მართვის მოწმობის შესახებ, ცნობა პენსიის შესახებ, Certificat de coutume);

6. დოკუმენტის თარგმანი და დამოწმება;

7. საქართველოს მოქალაქეობის საკითხები (მოქალაქეობის შენარჩუნება, საგამონაკლისო წესით მინიჭება, აღდგენის წესით მინიჭება, მოქალაქეობის დადგენა, მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭება);

 

დეტალური ინფორმაცია წარმოსადგენი დოკუმენტაციის და მომსახურების საფასურის შესახებ, გთხოვთ, იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე - http://france.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=1929&lang=1

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ: 01 45 02 11 07 (ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს 15:00-17:00 და პარასკევს 10:00-13:00)

[email protected]