პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საკვირაო სკოლამ „ფესვები“ მონაწილეობა მიიღო კარლსრუეს ხალხთა კულტურის დღეებში


29.06.2019

29.06.2019

ა.წ. 29 ივნისს, გერმანიის ქ. კარლსრუეს წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის ქართულ მართლმადიდებლურ სამრევლოსთან არსებულმა საკვირაო სკოლამ „ფესვები“, პირიმზე ხელაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობამიიღო კარლსრუეს ხალხთა კულტურის დღეებში - „MONDO-ein Fest für alle“.

ღონისძიებაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საკვირაო სკოლამ წარმოადგინა საქართველოს კუთხე, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პოტენციალს, ქართულ ანბანს და ეროვნულ სამზარეულო.