პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სამძიმრის წერილი


14.11.2021

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ესპანეთის სამეფოში ქართული დიასპორული ორგანიზაცია “სათვისტომოს” ხელმძღვანელის, მომღერლის, მეცოსოპრანოს, ქალბატონი ლალი ჭილაიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

დიდია ქალბატონი ლალის ღვაწლი ესპანეთში ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისა და მისი დადებითი იმიჯის განმტკიცებაში.  მისი თაოსნობით და უშუალო მონაწილეობით არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოსა და მისი მდიდარი კულტურის საუკეთესოდ წარმოჩენას.

დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და სათვისტომოს წარმომადგენლებს.