პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სან ფრანცისკოში პირველად საზეიმოდ აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე


17.10.2022

საქართველოს გენერალურმა საკონსულომ ქალაქ სან ფრანცისკოში, მისი ოფიციალური გახსნიდან (2020 წელს) პირველად საზეიმოდ აღნიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. 

ეს დღე განსაკუთრებული იყო იმ ფაქტის გამო, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოყალიბების 30 წლის იუბილე და ქვეყნებს შორის თანამშრომლობა და მეგობრობა, ასევე, საკონსულოს დაარსებიდან ორი წლის თავს აღნიშნა. 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აშშ-ში, დავით ზალკალიანმა, რომელმაც ისაუბრა აშშ-საქართველოს შორის მეგობრობასა და სტრატეგიულ თანამშრომლობაზე. 

საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ლევან ბერიძემ, სიტყვით მიმართა სტუმრებს და ისაუბრა გენერალური საკონსულოს მნიშვნელობაზე ქვეყნებს შორის ეკონომიკური, კულტურული და განათლების მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებასა და გაძლიერებაზე. ხაზი გაესვა აშშ-ში საქართველოს საელჩოსა და ქალაქ ნიუ იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოსთან ერთად არსებული ქსელის გაფართოვება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას და ქვეყნებს შორის აღნიშნული ურთიერთობების განმტკიცებას, და რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს. 

საქართველოს გენერალური საკონსულო განსაკუთრებულ მადლობას უხდის საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს და სან ფრანცისკოს მერიის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების დირექტორს, მარკ ჩენდლერს, მხარდაჭერისთვის და მათი მიმართვებისთვის ღონისძიებაზე.

გენერალური საკონსულო უაღეს მადლიერებას გამოთქვამს საქართველოს მეგობრების, პარტნიორების, კოლეგების, სან ფრანცისკოს დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო დეპარტამენტის, ვიცე გუბერნატორის ოფისის, მერის ოფისის, ჩრდილოეთ კალიფორნიაში ქართული მემკვიდრეობის ფონდის, სამხრეთ კალიფორნიაში ქართული კულტურისა და საგანმანათლებლო ცენტრის და დიასპორის ყველა წარმომადგენელს მხარდაჭერისთვის. 

#26მაისი

#ესდღეჩვენია