პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სან პაულოში თანამემამულეთა ინტერესების უკეთ დაცვის მიზნით საპატიო საკონსულო გაიხსნა


28.10.2019

ბრაზილიის ქალაქ სან პაულოში საქართველოს საპატიო საკონსულოს ოფისი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით სოლომონიამ საზეიმო ვითარებაში გახსნა. ოფისს სან პაულოში საქართველოს საპატიო კონსული კარმენ ლუსია პორტუ რუეტი უხელმძღვანელებს.

ქ. სან პაულოში საპატიო საკონსულოს გახსნას მზარდი პოლიტიკურ-ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის. აღნიშნული დაწესებულების გახსნით იწყება ახალი ეტაპი ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვას, სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური, კულტურული თანამშრომლობის განვითარებას, ტურიზმის წახალისებას და ხალხთა შორის კავშირების გაღრმავებას.

ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მყოფი ქართული დიასპორის ძირითადი ნაწილი სწორედ ქალაქ სან პაოლოსა და ბრაზილიაშია წარმოდგენილი.

სან პაულოში საქართველოს საპატიო საკონსულოს ოფისის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ქ. სან პაულოს და შტატის მუნიციპალური და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე, სან პაულოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს-საფინანსო წრეებისა და კულტურის სფეროს წარმომადგნელები.

ღონისძიება ფართოდ გაშუქდა ადგილობრივი მედია საშუალებების მიერ.