პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა


04.02.2022

სოფლის განვითარების სააგენტო აცხადებს საგრანტო პროგრამას: „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა“.

ახალი საწარმოების შექმნის, ასევე არსებული საწარმოების გაფართოების ან/და გადაიარეღების ხელშეწყობის მიზნით, სოფლის განვითარების სააგენტო ანხორციელებს დაფინანსების პროგრამას.

პროგრამა ხორციელდება 4 საპილოტე რეგიონში: იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნისა და მისი რეგიონების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, დაბალანსებულ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, რეგიონული უთანაბრობების შემცირებასა და ტერიტორიულ განვითარებას.

პროგრამის პირობები

პროგრამის ფარგლებში განაცხადები მიიღება 2022 წლის 1 თებერვლის 12:00 საათიდან  ელ.ფოსტის მეშვეობით [email protected] .

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:

https://bit.ly/3gEYelT