პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სერბეთში ქართული ეროვნული სამოსი გამოიფინა


31.05.2022

30 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სერბეთის რესპუბლიკაში ქართული ეროვნული სამოსის გამოფენა გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს საელჩოს ორგანიზებით იმართება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სერბეთის რესპუბლიკის მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და სერბეთში მცხოვრები ქართული დიასპორა.

საღამო გაიხსნა სქიმ-არქიმანდრიტ სერაფიმესა და მისი მგალობელთა გუნდის მიერ არამეულ და ქართულ ენებზე შესრულებული საეკლესიო საგალობლებით.