პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შეხვედრა ქალაქ სიდნეიში დიასპორის წარმომადგენლებთან


13.04.2023

2023 წლის 8 აპრილს, ავსტრალიის თანამეგობრობის სამხრეთ უელსის შტატში საკონსულო ოლქის შემოვლის ფარგლებში, ქ. სიდნეიში გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბექა დვალის, გაცნობითი შეხვედრა სიდნეიში მცხოვრები ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებთან.

ელჩმა თანამემამულეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების, ასევე, ავსტრალიასა და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობებში საქართველოს პრიორიტეტების თაობაზე. ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს საელჩოს და ავსტრალიაში მცხოვრებ თანამემამულეებს შორის კავშირის გაძლიერების აუცილებლობას და ისაუბრა დიასპორული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მიზანშეწონილობაზე.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით მიმდინარე დიასპორულ პროგრამებზე, რომლითაც სარგებლობა ავსტრალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ.