პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სომხეთში, საქართველოს საელჩოში ქართველი მწერლის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა


21.05.2019

21 მაისს სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, გიორგი საგანელიძის ინიციატივით, საქართველოს საელჩოში გაიმართა ნინო სპანდერაშვილის წიგნის „ხელისგულიდან ხელისგულამდე“ პრეზენტაცია

გიორგი საგანელიძემ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მან  ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების შესახებ ისაუბრა. ასევე,  ელჩმა წიგნის ავტორს მილოცვის წერილი და სიმბოლური  საჩუქარი „ვეფხისტყაოსანი“ გადასცა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სომხეთის მწერალთა კავშირისა და სათვისტომო „ივერია“-ს წევრები, სომხეთის განათლების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ნვერ ვირაბიანი, საელჩოს თანამშრომლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ღონისძიებაზე ასევე სიტყვით წარსდგენენ პრემიერ - მინისტრის აპარატის ეროვნული უმცირესობების და რელიგიის საკითხების განყოფილების წარმომადგენელი  ნაირა გულიანი, სომხეთში ქართული სათვისტომოს „ივერიის“ პრეზიდენტი სვეტლანა ნამჩევაძე და თბილისელ სომეხთა კავშირის „თბილისელების კლუბის“ თავმჯდომარე, ედუარდ ედიკისელიოვი.