პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თამარ ბარნოვისა და სოფიო მაღალაშვილის ნამუშევრების გამოფენა ბუდაპეშტის არტ-მარკეტზე


22.10.2020

დღეს, 22 ოქტომბერს, ქალაქ ბუდაპეშტში გაიხსნა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო  გამოფენა „Art Market Budapesht 2020”, რომელშიც მონაწილეობას იღებენ უნგრეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანები - თამარ ბარნოვი და სოფიო მაღალაშვილი.

ქართველ ხელოვანებს აღნიშნულ გამოფენაზე თელავის ქეთევან იაშვილის სახელობის სამხატვრო გალერეა წარადგენს. პროექტი ხორციელდება უნგრეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის რუსუდან მარგიანისა და ხელოვნების კურატორის, სალომე ღვინიაშვილის ორგანიზებით და უნგრეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით.

აღსანიშნავია, რომ საერთშორისო გამოფენის გახსნით ღონისძიებაზე ქართველი მხატვრების ნამუშევრებმა დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია. თამარ ბარნოვისა და სოფიო მაღალაშვილის ნამუშევრების ნახვა „Art Market Budapesht“-ზე  (Millenáris Park) 25 ოქტომბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

თანამედროვე ხელოვნების გამოფენა „Art Market Budapesht“ უნგრეთში 2011 წლიდან, ყოველწლიურად ტარდება.