პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თბილისში „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალი“ გაიმართა


14.11.2018

ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში 15 ქვეყანაში კონკურსის შედეგად შერჩეულ ახალგაზრდა ელჩებს და ღონისძიებზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა რატი ბრეგაძემ. რატი ბრეგაძემ  ახალგაზრდა ელჩების პროგრამის მნიშვნელობასა და აღნიშნულ პროექტში საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს იმიჯის პოპულარიზაციის მიზნით დიასპორის წარმოამდგენლების ჩართულობის მნიშვნელობას  კულტურულ - შემოქმედებით, სპორტულ, საგანმანათლებლო და სხვა სახის აქტივობებში.
 
ამბასადორიალის ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდა ელჩებს საქართველოს საგარეო პრიორიტეტების, ტურისტული პოტენციალის, ახალგაზრდული საქმანობის კუთხით არსებული შესაძლებლობების და სხვა პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს; განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროსტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და მიგრაციის პოლიტიკის განვითარებისა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.
 
ასევე ღონისძიების ფარგლებში ასევე წარმოადგენილი იქნება ახალგაზრდა ელჩების პრეზენტაციები მათ მიერ განხორციელებული და დაგეგმილი  აქტივობების, საკუთარი ინიციატივების და ერთი წლის სამოქმედო გეგმების შესახებ. ისინი ასევე გაცვლიან ინფორმაციას ადგილსამყოფელ ქვეყნებში  ახალგაზრდობის სფეროში მიმდინარე პროექტებისა და  იქ მცხოვრები ქართველი ახალგაზრდების საქმიანობის თაობაზე.
 
აღსანიშნავია, რომ პროგრამა "იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ 2014 წლიდან მიმდინარეობს და მიზნად ისახავს საქართველოს პოპულარიზაციას საზღვარგარეთ და საქართველოს ახალგაზრდა უცხოელ მეგობართა წრის გაფართოვებას. ამ მიზნით ერთი წლის ვადით შერჩეული გამარჯვებულიახალგაზრდა ელჩები“  განახორციელებენ მრავალფეროვან კულტურულ-შემოქმედებით, სპორტულ, საგანმანათლებლო და სხვა სახის აქტივობებს ადგილსამყოფელ ქვეყნებში.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროექტი -„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩიხორციელდება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერითევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის  ENIGMMA 2-ის ფარგლებში