პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თესალონიკის გენერალური კონსული არასამთავრობო ორგანიზაცია “METAdrasi-Action for Migration and Development”-ის წარმომადგენლებს შეხვდა


08.05.2022

2022 წლის 3 მაისს თესალონიკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნოდარ კომახიძემ შეხვედრა გამართა არასამთავრობო ორგანიზაცია - „METAdrasi-Action for Migration and Development“-ის საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორთან ნადა დეიდელთან. 

აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაცია, ემიგრანტებისთვის ახორციელებს სხვადასხვა საგანმანათლებო პროგრამებს ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის. 

საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორთან შეხვედრაზე შეთანხმდა, რომ ორგანიზაცია ქართველ ემიგრანტებს უსასყიდლოდ შესთავაზებს ბერძნული, ინგლისური და გერმანული ენების კურსებს. 

დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ და ჩაეწეროთ შესაბამისი ენის კურსზე. 

დამატებითი ინფორმაციისათვის და კურსებზე ჩასაწერად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ორგანიზაცია, შემდეგი საკონტაქტო მონაცემებით:

ტელ: +302311828297

Email: [email protected]