პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თესალონიკში ქართულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება


14.09.2023

მიმდინარე წლის 24 სექტემბერს, საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში ქართულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება.

ასპარეზობაში მონაწილეობას 25-ზე მეტის ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ.

ჩემპიონატის გახსნის ღონისძიებისთვის საქართველოდან მოწვეულნი არიან მომღერალი ნატო მეტონიძე, პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი და ზიზი ნასყიდაშვილი, ქართული ნაციონალური ბალეტი, სუხიშვილების აკადემია.

ასევე, გაიმართება ხრიდოლის წარმოდგენა.

ასპარეზობა ტარდება ქართული ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (IFGW) ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ქალაქ თესალონიკის მერიისა და ქალაქ თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით.

ღონისძიება გაიმართება ძველ ბერძნულ ამფითეატრში „კიპონი“.

მისამართი: Ανοικτό Δημοτικό Θέατρο Κήπου, Tsimiski 153, Thessaloniki 546 21.

ღონისძიება დაიწყება 24 სექტემბერს 10:00 საათზე.

დასწრება თავისუფალია!

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საქართველოს გენერალურ საკონსულოს ქალაქ თესალონიკში:

https://www.facebook.com/GeorgiainThessaloniki