პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ტორონტოს საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს კუთხეების ამსახველი ფოტომასალა გაეშვა


10.11.2023

კანადაში საქართველოს საელჩოსა და კანადელი ფოტოგრაფების, რენდი და სპენსერ ვანდერსტარენების თანამშრომლობით, ტორონტოს საერთაშორისო აეროპორტში განთავსებულ მონიტორებზე (ტერმინალი 1, უსაფრთხოების კონტროლის ზონა) საქართველოს სხვადასხვა კუთხის ამსახველი ფოტომასალა გაეშვა.

პროექტი მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.

აღნიშნული ფოტომასალა შეიქმნა 2022 წლის მაისში, კანადელი ფოტოგრაფების საქართველოში ვიზიტის დროს, რომელიც საქართველოს საელჩოს ხელშეწყობითა და სსიპ „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ უშუალო ჩართულობით დაიგეგმა.

კანადაში საქართველოს საელჩო მადლობას უხდის სსიპ „საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას“ აღნიშნული ვიზიტის ორგანიზებისთვის და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

საქართველოში ფოტოგრაფების მიერ მომზადებული ფოტომასალა სრულად ხილვა შესაძლებელია აღნიშნულ ბმულზე:

https://www.takeyourseatonline.com/georgia