პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ


25.02.2022

უკრაინაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებები ადგილზე მუშაობას აგრძელებენ საგანგებო რეჟიმში. საქართველოს ელჩი უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილი მოუწოდებს უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუნარჩუნონ სიმშვიდე, დარჩნენ სახლში და დაემორჩილონ უკრაინის ხელისუფლების მითითებებს უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.

კიევში არსებული თავშესაფრების რუკა შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://e.gov.ge/pXQHV

საქართველოს საელჩო, კიევი:

+380 (63) 376 77 68

+380 (44) 590 69 50

+380 (93) 544 01 47

გენერალური საკონსულო, ოდესა:

+ 380 (63) 176 75 55

+380 (93) 761 17 17

საგარეო საქმეთა სამინისტრო:

+995 (32) 2 94 50 50