პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

უკრაინიდან პოლონეთში შემსვლელ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!


02.03.2022

მნიშვნელოვანი ინფორმაცია უკრაინიდან პოლონეთში შემსვლელ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების პირველივე დღიდან, საგანგებო რეჟიმში მუშაობს და მაქსიმალურ დახმარებას უწევს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უკრაინიდან პოლონეთში ცდილობენ გადასვლას.

🇵🇱 პოლონეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერი ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში:

+48 572 488 665

უკრაინიდან მიმავალ, პოლონეთის ტერიტორიაზე შემსვლელ მოქალაქეებს არ ეხებათ არც კოვიდ ვაქცინის და არც PCR ტესტის წარდგენის ვალდებულება.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც პოლონეთში შედიან უკრაინიდან, ეძლევათ 15 დღე სამშობლოში დასაბრუნებლად.

არ არის სავალდებულო საზღვრის კვეთისთვის დაწესებული აპლიკაციის შევსება.

პასპორტის არქონის შემთხვევაში, საკონსულო სამსახური გასცემს "დასაბრუნებელ მოწმობას", რითაც მოქალაქე შეძლებს სამშობლოში თვითმფრინავით გამგზავრებას.

📌 პოლონეთი-უკრაინის სასაზღვრო-გამშვები პუნქტები:

  1. Dorohusk-Jagodzin
  2. Medyka-Szeginie (Шегині)
  3. Hrebenne-Rawa Ruska
  4. Dołhobyczów - Uhrynów
  5. Przemyśl-Mościska (Мостиська Залізниця)
  6. Korczowa-Krakowiec (Краківець)
  7. Budomierz-Грушів
  8. Krościenko-Smolnica (Смільниця)
  9. Zosin-Ustiług