პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

უზბეკეთში ქართველმა დიპლომატებმა ალექსანდრე ლომთათიძის საფლავი გვირგვინით შეამკეს


28.05.2020

 

 

 

უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო თანამემამულეებს ულოცავს ეროვნულ დღესასწაულს - 26 მაისს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ აბდუშელიშვილმა და საელჩოს თანამშრომლებმა პატივი მიაგეს საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის ხსოვნას და გვირგვინით შეამკეს მისი საფლავი.