პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვარშავაში პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს 


26.05.2020

 

 

 

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია დარჩიაშვილმა და პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის ვიცე-მარშალმა მალგოჟატა გოშევსკამ პატივი მიაგეს და გვირგვინით შეამკეს ვარშავის აჯანყების მუზეუმში, თავისუფლების პარკში, პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცერთა მემორიალი.

პოლონეთის არმიის ქართველმა ოფიცრებმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს არა მარტო დამოუკიდებელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიაში, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს, ასევე, პოლონეთის თავისუფლებისთვის ბრძოლაშიც.