პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვარშავაში “თბილისობის” ღონისძიება გაიმართა


26.10.2021

პოლონეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, თორნიკე ცირეკიძის ორგანიზებითა და პოლონეთში საქართველოს საელჩოს პატრონაჟით, 22-24 ოქტომბერს ქალაქ ვარშავაში, სამდღიანი “თბილისობის” ღონისძიება გაიმართა.

”თბილისობის” ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო კერძები ქართული სამზარეულოდან, ქართული ღვინო და ხელნაკეთი ნივთები. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ქართული ცეკვისა და სიმღერის ხელოვნებას, ასევე მოესმინათ ჯგუფი “ქართული კვარტეტის” მიერ შესრულებული ქართული ხალხური სიმღერები.

ღონისძიება სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა და უმასპინძლა 6000-მდე სტუმარს. 

აღსანიშნავია, რომ პროექტი “იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით 2018 წლიდან ხორციელდება. პროექტის მთავარი მიზნებია საქართველოს პოპულარიზაცია, ქვეყნის განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობის წახალისება, უცხოელი მეგობართა ქსელის გაფართოება.