პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვენაში ქართული მუსიკის საღამო გაიმართა


07.02.2024

მიმდინარე წლის 5 თებერვალს ქალაქ ვენაში “Ehrbar Saal”-ის საკონცერტო დარბაზში ქართული სიმღერების საღამო გაიმართა.

კონცერტში ანსამბლი “ალილო”-სა და “შვიდკაცა”-ს წევრების: დავით ნოზაძის, ნიკოლოზ კირვალიძის, სანდრო კობახიძისა და გია დავითიანის მონაწილეობით.

ღონისძიება ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.

ღია კონცერტის დასაწყისში სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა ავსტრიის რესპუბლიკაში, ქეთევან ციხელაშვილმა.

საღამოს ესწრებოდნენ ავსტრიაში მცხოვრები თანამემამულეები, ავსტრიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ანდრეას მინიხი, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური ურთიერთობების სექციის ხელმძღვანელი გერჰარდ ზაილერი, აგრეთვე, სტუმრები სლოვაკეთიდან და ავსტრიაში მყოფი საქართველოს მეგობრები.