პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვლადიმერ კონსტანტინიდი სტუმრად გადაცემა “დილის შოუ”-ში


30.05.2022

2022 წლის 27 მაისს, ქ. თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი - “ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის" გაიმართა. 

ღონისძიების ოფიციალური ნაწილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გახსნა. ფორუმზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა,  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ, ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა. 

აღსანიშნავია, რომ დიასპორის ფორუმი ყოველწლირად იმართება და მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემულეებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, სამშობლოსთან მათი კავშირის უზრუნველყოფას, მათ აქტიურ ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და დიასპორის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმა ისაუბრა დიასპორის როლზე საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე და ამ პროცესში დიასპორული ფორუმის არსებობის როლზე.

“საქართველოს თითოეული მოქალქე და საქართველოს შვილი აქტიურად უნდა იყოს ჩართული ყველა პროცესში, რომელიც ქვეყანას ეხება და მნიშვნელოვანია” - ვლადიმერ კონსტანტინიდი.