დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია „Wizz Air“ ორ ახალ მიმართულებას ამატებს და ქუთაისიდან პირდაპირ ფრენებს ბოლონიისა და კიოლნის მიმართულებით განახორციელებს.
„Wizz Air“ ავიარეისებს ქუთაისი-ბოლონიის მიმართულებით 2019 წლის 23 ნოემბრიდან დაიწყებს, ხოლო ქუთაისი-კიოლნის მიმართულებით კი 2020 წლის 1 ივლისიდან.
ამასთან, ავიაკომპანია უკვე გათვალისწინებული ქუთაისი-ნიცის მიმართულებით ფრენებს, 2020 წლის ნაცვლად, 2019 წლის 12 დეკემბრიდან დაიწყებს კვირაში 2 სიხშირით - ხუთშაბათს და კვირას.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ავიაკომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 2019-2020 წლებში, „Wizz Air“ ქუთაისის აეროპორტიდან ეტაპობრივად დაიწყებს პირდაპირი ფრენების განხორციელებას შემდეგ ქალაქებში: ფრანკფურტი, ჰამბურგი, ბადენ-ბადენი, პოზნანი, ვენეცია, ნეაპოლი, პიზა, სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, ჰერაკლიონი და ტურკუ.