პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ქ. ვაშინგტონი
საქართველოს ასოციაცია აშშ-ში / Georgian Association in the USA, Inc დაარსდა 1932 წელს. ასოციაციის მიზანია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაძლიერება და მხარდაჭერა. ამერიკული საზოგადოების, მათ შორის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების, ინფორმირება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
საკონტაქტო მონაცემები:
ხელმძღვანელი: ელისაბედ კვიტაშვილი
მის: 2200 Pennsylvania Avenue NW 4th Floor East, Washington, DC 20037
ელ-ფოსტა: [email protected]
ვებ-გვერდი: www.georgianassociation.org
Georgian Association in the USA
ქ. ვაშინგტონი
ქართული მემკვიდრეობის აკადემია / The Academy of Georgian Heritage დაფუძნდა 2013 წელს. აკადემიის მიზანია მომავალ თაობაში ქართული ენისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობა. აკადემიაში გახსნილია საკვირაო სკოლა, ფუნქციონირებს ქართული ცეკვისა და სიმღერის ჯგუფები, ასევე, ხატვისა და ჭადრაკის წრეები.
საკონტაქტო მონაცემები:
ხელმძღვანელი: თამარ კალანდია
მისამართი: North Bethesda Middle School Building, 8935 Bradmoor Dr,Bethesda, MD 20817
ელ-ფოსტა: [email protected]
ვებ-გვერდი: georgianacademy
ქართული მემკვიდრეობის აკადემია
ქ. ვაშინგტონი
ქართული ცეკვის ანსამბლი DC / Georgian Dance Ensemble DC დაფუძნდა 2018 წელს, აშშ-ის მოქალაქეების - მაია მონროსა და გვანცა ტურაშვილის მიერ. ქორეოგრაფიული ანსამბლი ხელს უწობს ქართული თვითმყოფადობის შენარჩუნებას ვაშინგტონის მეტროპოლიტენში მცხოვრებ ახალგაზრდებში და ქართული კულტურის ცნობადობის ამაღლებას.
საკონტაქტო მონაცემები:
ხელმძღვანელი: ანა კანდელიკი
ელ-ფოსტა: [email protected]
ვებ-გვერდი: https://www.georgiandancedc.com
https://www.facebook.com/georgiandancedc/
ქ. არლინგტონი
ქართული ცენტრი / Georgian Center დაარსდა 2015 წელს. ცენტრის მიზანია აშშ-ში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ხელშეწყობა ადგილობრივი ქართული დიასპორის აქტიური ჩართულობით. ასევე, მისი საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა ქველმოქმედება.
საკონტაქტო მონაცემები:
ხელმძღვანელი: ვლად ბრეგვაძე
მის: 2200 North George Mason Drive #7083, Arlington, VA 22207, USA
ელ-ფოსტა: [email protected]
ვებ-გვერდი: http://www.georgiancenter.org
ქ. ნიუ იორკი
ასოციაცია "თვისტომი" / Tvistomi Association - Georgian Community Organization in US 2003 წელს ნიკოლოზ ჩხეიძემ დააფუძნა. ასოციაციის ძირითადი ფუნქციაა ქართველი ემიგრანტების დახმარება და ადგილობრივ სოციუმთან და გარემოსთან ადაპტირება, ერთიანი და ორგანიზებული ძლიერი სათვისტომოს ჩამოყალიბება. ასოციაცია რამდენიმე მიმართულებით მუშაობს: ქართველ ემიგრანტებს სთავაზობს კონსულტაციებს საკანონმდებლო და სამედიცინო სფეროში, ორგანიზებას უწევს ქართველთა წარმომადგენლობით მონაწილეობას დღესასწაულებში, ფესტივალებსა და მსვლელობებში, ასევე, კოორდინირებას უწევს ემიგრანტთა ჰუმანიტარულ საქმიანობას.
2004 წლიდან ასოციაციასთან ფუნქციონირებს სამედიცინო ჯგუფი, რომელიც ატარებს მამოგრაფიის უფასო გამოკვლევას და სხვ. სამედიცინო ჯგუფის ხელმძღვანელია ირინა მიქაბერიძე. აგრეთვე, ასოციაციის ინიციატივით შეიქმნა "თვისტომი მედია-ცენტრი", სადაც ფუნქციონირებს რადიო "თვისტომი".
საკონტაქტო მონაცემები:
ხელმძღვანელი: ნიკოლოზ ჩხეიძე
მის: 101- 18 Queens Blvd Forest Hills, New York, NY 11375
ელ-ფოსტა: [email protected]; [email protected]
ვებ-გვერდი: http://www.tvistomi.com
Tvistomi Association - Georgian Community Organization in US
Tvistomi Radio: RadioTvistomi
ქ. ნიუ იორკი
ქართული კულტურის ცენტრი / “Dancing Crane Company” 1996 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა ვიქტორ სირელსონმა დაარსა. ცენტრის მიზანია ქართული ფოლკლორის, ენისა და ისტორიის შენარჩუნება და მათი პოპულარიზაცია აშშ-ში.
ცენტრში ფუნქციონირებს თეატრალური და ქართული ენის, ცეკვისა და სიმღერის შემსწავლელი ჯგუფები. 2008 წელს, ცენტრთან შეიქმნა თეატრალური სტუდია "The Georgian Theater of New York", ლიკა ბახტურიძე-სირელსონის ხელმძღვანელობით. აგრეთვე, ცენტრში ფუნქციონირებს ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „Georgia“, მუსიკის სკოლა „ლირა“, ქართული საბავშვო თეატრი, კინოსტუდია, ქართული ტრიო „მაგნოლია“ და ვაჟთა ვოკალური ანსამბლი "ზეკარი".
საკონტაქტო მონაცემები:
ხელმძღვანელი: ვიქტორ სირელსონი
მის: 6401 20th Avenue, 1st Floor, 64th Str. Brooklyn, New York
ელ-ფოსტა: [email protected]; [email protected]
ვებ-გვერდი: ქართული კულტურის ცენტრი - Dancing Crane Company
ქ. ნიუ იორკი
ქართული კულტურის ცენტრი "ფესვები" / Georgian cultural center "Pesvebi" 2001 წელს ქალაქ ნიუ-იორკში შეიქმნა, როგორც არაკომერციული ორგანიზაცია. დამფუძნებლები არიან შორენა ბარბაქაძე და ვანო გოდერძიშვილი. კულტურის ცენტრთან ფუნქციონირებს ცეკვის ანსამბლი „ფესვები“, რომელიც კონცერტებს მართავს არა მხოლოდ აშშ-ის მასშტაბით, არამედ ასევე, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. 2011 წლიდან, ცენტრში მოქმდებს ქართული წერა-კითხვის შემსწავლელი კურსები, ხატვის წრე, ხალხური სიმღერების გუნდი და ვოკალის კლასი.
საკონტაქტო მონაცემები:
ხელმძღვანელი: ივანე გოდერძიშვილი, შორენა ბარბაქაძე
მის: 70 Avenue O, Brooklyn, NY 11204, USA
ელ-ფოსტა: [email protected]
ქართული კულტურის ცენტრი - "ფესვები"
ქ. ნიუ იორკი
ქართული ჭიდაობის კლუბი / Georgian Wrestling Club 2009 წელს, ქ. ნიუ-იორკში მცხოვრებმა ქართველმა მოჭიდავემ, მრავალგზის ჩემპიონმა - დავით ფრანგიშვილმა დააფუძნა. კლუბი ამერიკის მასშტაბით სამ საუკეთესო კლუბში შედის. ქართული ჭიდაობის კლუბის აღსაზრდელები ამერიკის ჩემპიონები არიან, ასევე, ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, ასპარეზობენ ამერიკის სახელით. კლუბი ამერიკის ჭიდაობისა და ძიუდოს ფედერაციის წევრია.
საკონტაქტო მონაცემები:
ხელმძღვანელი: დავით ფრანგიშვილი
მის: 1601 Gravesend Neck Road, Brooklyn, NY 11229 - 4426
ელ-ფოსტა: [email protected]
https://www.facebook.com/groups/311962152174281
ქ. ნიუ იორკი
ქართული კულტურის ცენტრი „საუნჯე” დაარსდა 2018 წელს, ქ. ნიუ იორკში. ცენტრის მიზანია ქართული კულტურისა და ფოლკლორის პუპულარიზაცია. ცენტრთან ფუქნციონირებს ტრიო "საუნჯე". 2018 წლის 27 სექტემბერს, ეთერში მაუწყებლობა დაიწყო ემიგრანტულმა რადიომ „საუნჯე“.
საკონტაქტო მონაცემები:
ხელმძღვანელი: ნიკო ნადირაშვილი
https://www.facebook.com/Radio-Saunje-1875971972695519
ვებ-გვერდი: http://www.radiosaunje.com
ქ. მენვილი
ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი "იბერიელები" / "Iberians" 2013 წელს, წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ქართულ მართლმადიდებელურ სამრევლოსთან დაფუძნდა. ანსამბლი აქტიურად ეწევა ქართლი კულტურისა და ფოლკლორის პოპულარიზაციას აშშ-ში.
საკონტაქტო მონაცემები:
ხელმძღვანელი: გოჩა მაღლაკელიძე
მის: 135 South 3rd Ave.,Manville, New Jersey, NJ, 08835 USA
ელ-ფოსტა: [email protected]
ქორეოგრაფიული ანსამბლი "იბერიელები"
ქ. მენვილი
ქართული საკვირაო სკოლა "ლაზარე" 2012 წელს, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსის - მეუფე საბა ინწკირველის ინიციატივით, ნიუ ჯერსის შტატში, წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის ქართულ ეკლესიასთან დაარსდა. სკოლაში ისწავლება ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია, რელიგიის საფუძვლები.
საკონტაქტო მონაცემები:
ხელმძღვანელი: დეკანოზი მატათა ქორჩილავა
მის: 135 South 3rd Ave, Manville, NJ 08835
ელ-ფოსტა: [email protected]
ქ. ჯერსი-სითი
ჟურნალი "მამული" / Journal "Mamuli" გამოიცემა 2003 წლიდან. 64-გვერდიანი აკადემიური გამოცემა მოიცავს ლიტერატურულ წერილებს, ესეებს, სიახლეებსა და ანალიტიკურ სტატიებს საქართველოზე. ჟურნალი თვეში ერთხელ, მრავალათასიანი ტირაჟით იბეჭდება და სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემათ თანამემამულეებს.
საკონტაქტო მონაცემები:
ხელმძღვანელი და რედაქტორი: მანუჩარ კაჭახიძე
მის: P.O. Box 13121, Jersey City, NJ 07303
ელ-ფოსტა: [email protected]
ქ. ჰაუთორნი
საკვირაო სკოლა "მე ვარ ქართველი" 2012 წელს დაფუძნდა. სკოლაში ისწავლება წერა-კითხვა, საქართველოს ისტორია, რელიგიის საფუძვლები. შექმნილია საბავშვო თეატრი"სახლი სათამაშო", რომელსაც უძღვება თამარ გეგეჭკორი. სკოლაში, ასევე, ტარდება სიმღერის გაკვეთილები ქეთევან ნიკოლაძე-ბურკეს ხელმძღვანელობით.
საკონტაქტო მონაცემები:
ხელმძღვანელი: მაკა ქობალია
მის: 208 Lafeyette sve. Hawthorne, NJ, 07506
ელ-ფოსტა: [email protected]
საკვირაო სკოლა "მე ვარ ქართველი"
ქ. სან-დიეგო
აშშ-საქართველოს მეგობრობის ასოციაცია / US-Georgia Friendship Assocation (USGFA) 2011 წელს დაფუძნდა. ორგანიზაციის მიზანია ორ ქვეყანასა და ხალხთა შორის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცება, ქართულ-ამერიკული კულტურების ურთიერთგაცვლა და პროფესიული სახის გამოცდილების გაზიარება, ხალხთაშორისი კონტაქტების განვითარება.
საკონტაქტო მონაცემები:
ხელმძღვანელი: მელორი წიფურია
მის: 4473 Avenida Aquila, San Diego, CA, 92154 USA
ელ-ფოსტა: [email protected]
ვებ-გვერდი: http://www.usgfa.org/about_us.html
აშშ-საქართველოს მეგობრობის ასოციაცია
ქ. ჩიკაგო
ქართული კულტურის ცენტრი / Georgian Cultural Center, GCC 2013 წელს დაფუძნდა, როგორც საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ორგანიზაცია. ცენტრის მთავარი მიზანია ქართული ენისა და კულტურის შენარჩუნება და პოპულარიზაცია აშშ-ში. ცენტრთან ფუნქციონირებს ქართული ენის სკოლა. ცენტრი წლის განმავლობაში აწყობს სამ ღონისძიებას: ლექცია, სემინარი და გამოფენა საქართველოს შესახებ, წარმოდგენა ქართული ენის სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით და საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
საკონტაქტო მონაცემები:
ხელმძღვანელი: ნათელა სანიშვილი
ელ-ფოსტა: [email protected]
Georgian Cultural Center in Chicago
ქ. ლოს ანჯელესი
ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი სამხრეთ კალიფორნიაში / Georgian Cultural and Educational Center of Southern California 2017 წელს დაარსდა. ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად სფეროს კულტურულ-საგანმანათლებლო და საქველმოქმედო საქმიანობა წარმოადგენს. ამჟამად, ცენტრთან ფუნქციონირებს ქართული ხალხური ცეკვის შემსწავლელი სტუდია, ხელმძღვანელი - ქორეოგრაფი ანზორ ბერიძე. ცენტრს მართავს დირექტორთა საბჭო შემდეგი შემადგენლობით: ირმა გვილია, მიშა მდინარაძე, ნინო სანიკიძე, მაკა ობოლაშვილი და სალომე გასვიანი.
საკონტაქტო მონაცემები:
მის: 15407 Archwood St. Van Nuys, CA 91406
ელ-ფოსტა: [email protected]
Georgian Cultural and Educational Center of Southern California
ქ. ტრურო
ასოციაცია - საქართველოს ამერიკელი მეგობრები / American Friends of Georgia 1994 წელს დაფუძნდა. იგი გახლავთ საქველმოქმედო ორგანიზაცია. ასოციაცია ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს საქართველოში უკიდურესად გაჭირვებულ ბავშვებს, მოხუცებსა და მიუსაფარ ოჯახებს. ასოციაციის დამფუძნებელი და საპატიო წევრი იყო ნიუ იორკის ყოფილი ვიცე-მერი კონსტანტინე (კონი) სიდამონ-ერისთავი.
საკონტაქტო მონაცემები:
ხელმძღვანელი: მარუსია ჭავჭავაძე
მის: P.O. Box 1200, Truro, MA 02666 U.S.A.
ელ-ფოსტა: [email protected]
ვებ-გვერდი: http://www.afgeorgia.org
https://www.facebook.com/AmericanFriendsofGeorgia
ქ. ატლანტა
"ატლანტა-თბილისის დაძმობილებული ქალაქების კომიტეტის და ფონდის - Georgia to Georgia" მიზანია ხელი შეუწყოს და განავითაროს ატლანტა-თბილისისა და ზოგადად, საქართველოსთან ურთიერთობები სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში. ატლანტა-თბილისის დაძმობილებული ქალაქების კომიტეტი დაფუძნდა 1987 წელს, საქართველო-ამერიკას შორის მეგობრული ორგანიზაციის - "Friendship force"-ის შემწეობით. 2008 წლიდან, მას სათავეში ჩაუდგა ჯონ ე. ჰოლი, უმცროსი, საქართველოს საპატიო კონსული აშშ-ში, რეზიდენციით ჯორჯიის შტატ ქ. ატლანტაში. ასევე, იგი გახდა ფონდ "Georgia to Georgia"-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, თინა თიკარაძესა და უილიამ სკოტ ჰენვუდთან ერთად. ფონდი არაკომერციული ორგანიზაციაა და იგი, აგრეთვე, ემსახურება ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, განათლებისა და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობასა და გამოციდილების ურთიერთგაზიარებას.
საკონტაქტო მონაცემები:
ხელმძღვანელები: ჯონ ე. ჰოლი უმცროსი და თინა თიკარაძე
მისამართი: 3055 Elan Way, Marietta, GA 30068, 191 Peachtree street, st. 2900, Atlanta, GA 30303
ელ-ფოსტა: [email protected]
ვებ-გვერდი: http://www.atscc.org/