პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში
2021 წლის 27 თებერვალს ონლაინ ფორმატში „ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“ გაიმართა. ღონისძიება ჩატარდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, გაეროს მიგრაციის სააგენტოს (UN Agency - IOM) ორგანიზებით და ევროკავშირის მხარდაჭერით.
დიასპორის ეკონომიკური ფორუმი მიზნად ისახავდა საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისათვის საქართველოს სამეწარმეო და ბიზნეს გარემოს, კონკრეტული საინვესტიციო შეთავაზებებისა და პროგრამების წარდგენას. ღონსიძიებას დაესწრო 120-მდე უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
ფორუმის ფარგლებში გაიმართა ოთხი თემატური სესია საქართველოში ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, საინვესტიციო შესაძლებლობების და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შესახებ. თემატურ სესიებზე პრეზენტაციები წარადგინეს და არსებული შესაძლებლობები მიმოიხილეს საქართველოს ეროვნული სააგენტოების, სახელმწიფო პროგრამებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, თითოეული პროგრამის ადმინისტრირებასა და განხორციელებაში ჩართულმა კომპეტენტურმა პირებმა.
ფორუმის მსვლელობისას მონაწილეები გაეცნენ საქართველოში მოქმედ სავაჭრო რეჟიმებს და საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეკრულებებს. ქართული დიასპორის წარმომადგენლებისათვის ჩატარდა ფართომასშტაბიანი და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების პრეზენტაცია, სესიების მსვლელობისას განხილულ იქნა ამ პროექტებში დაისპორასთან თანამშროლობის პერსპექტივები.
პირველი სესია - ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები (არასასოფლო-სამეურნეო მიმართულება)
"აწარმოე საქართველოში" - ბიზნეს და საინვესტიციო გარემო, მეწარმეობის ხელშემწყობი მექანიზმები, მათ შორის, მიკრო და მცირე ბიზნესების ხელშემწყობი პროგრამა, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმები, სხვადასხვა სექტორში (ინდუსტრიული მიმართულება, ტურისტული სერვისები და ა.შ.) სესხის პროცენტის თანადაფინანსების მექანიზმი და სხვ. - ქარ / ENG
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო - პროექტი "100 საინვესტიო შეთავაზება ბიზნესს", საქართველოს მასშტაბით არსებული სხვა საინვესტიციო შეთავაზებები - ქარ / ENG
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო - ქვეყანაში არსებული სამეწარმეო ეკოსისტემისა და ინიციატივების მიმოხილვა, მათ შორის, ინოვაციური სტარტაპების მხარდამჭერი საგრანტო პროგრამები და დიასპორის ჩართულობაზე ორიენტირებული ინიციატივები - ქარ / ENG
EU4Business - პროექტების მიმოხილვა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა (A2F), ბიზნესის განვითარების სერვისები (BDS) და ხელსაყრელი ბიზნეს-გარემო (BEE) - ENG
"USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა" - ორიენტირებულია შემდეგ სექტორებზე: ტურიზმი (გასტრონომიული, კულტურული/ისტორიული, მთის/სათავგადასავლო), მსუბუქი წარმოება (ავეჯი, შესაფუთი მასალები, სამშენებლო მასალები, PPE და მყარი ნარჩენების მართვა), შემოქმედებითი ინდუსტრიები (წარმოება, პოსტპროდუქცია, არტიზანები), ინტელექტუალური სერვისები (BPO, ICT), ასევე გადამკვეთი სექტორები: ელექტრონული კომერცია და ლოგისტიკა - ქარ / ENG
ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა - ქარ / ENG
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა - ქარ / ENG
მეორე სესია - ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები სოფლისა და სოფლის მეურნეობის სფეროში
სოფლის განვითარების სააგენტო - მიმდინარე პროექტების მიმოხილვა, მათ შორის, აგროწარმოების ხელშეწყობის, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების, მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის, სოფლის განვითარების, შეღავათიანი აგროკრედიტის, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის და დანერგე მომავალის პროექტები - ქარ / ENG
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) - სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში (ENPARD III) - საქართველოში სოფლად ბიზნესის დაფინანსების შესაძლებლობები და სოფლის განვითარების ხელშემწყობი სხვა სერვისები - ქარ / ENG
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) - სანერგე მეურნეობისა და თესლის მწარმოებელთა სექტორის, სერტიფიცირების პროცესისა და არსებული ევროპული სტანდარტების მიმოხილვა - ქარ / ENG
პროექტი "FAO-ს მხარდაჭერა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორს" (ENPARD III) - ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა მოიცავს ეკონომიკური აქტორებისთვის ფინანსური დახმარების გაწევის შესაძლებლობას, შესაბამისი გრანტების უზრუნველყოფის გზით - ქარ / ENG
"USAID ზრდა საქართველოში" - ინფორმაცია სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის (აგრო, სათავგადასავლო და კულტურული ტურიზმი) სექტორში არსებულ საგრანტო შესაძლებლობებზე - ქარ / ENG
პროექტი "მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა (GRETA)" - მდგრადი სამთო ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის სექტორებში შეთავაზებული საგრანტო სქემები - ENG
მესამე სესია - საინვესტიციო შესაძლებლობები საქართველოში
საქართველოს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკა და თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები - ქარ / ENG
საქართველოს წიაღის სექტორის საინვესტიციო პოტენციალი - საქართველოში საინვესტიციოდ მიმზიდველი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების საბადოები და ლიცენზირებისა და ელექტრონული აუქციონით სარგებლობის ზოგადი წესები და რეგულაციები - ქარ / ENG
შემოსავლების სამსახური - ინფორმაცია საგადასახადო/საბაჟო პოლიტიკის (სპეციალური რეჟიმების ჩათვლით) და მათი მომსახურებების თაობაზე, თავისუფალი ვაჭრობისა და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებები და ამ შეთანხმებების გავლენა კომპანიებსა და ბიზნესზე - ქარ / ENG
ბიზნესის რეგისტრაცია საქართველოში - ქარ / ENG
"არეა ჯგუფი" - უძრავი ქონებისა და საინვესტიციო სერვისების კომპანია: საინვესტიციო შეთავაზებები და პროექტები ტურიზმის სექტორში - ქარ / ENG
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) - შესაფუთი მასალების მიწოდების ჯაჭვის განვითარება - ქარ / ENG / შემფუთავთა კლასტერი - ქარ / ENG
"ინვესტირება ქუთაისში" - საინვესტიციო კატალოგი - ქარ / ENG
"ინვესტირება კახეთში" - საინვესტიციო კლიმატი და პოტენციალი - ENG
მეოთხე სესია - ფინანსებზე ხელმისაწვდომობა
ევროპის საინვესტიციო ბანკი - ინფორმაცია ქართული ბიზნესებისთვის ბანკის მიერ შეთავაზებულ პროდუქტებსა და საკრედიტო ხაზებზე, მათ შორის, შუამავლური დაფინანსების ხელმისაწვდომობასა და პირდაპირი ინვესტიციის სესხებზე, სესხის განაცხადთან დაკავშირებული პროცედურები, კრიტერიუმები და ა.შ. - ENG
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" - ფინანსური სერვისები დიასპორისთვის / მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის შეთავაზებული ინოვაციური პროდუქტები - ქარ / ENG
საინვესტიციო კომპანია - "AGC - ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" - დიასპორისთვის საინტერესო სერვისები: საკონსულტაციო მომსახურება, ფონდების მოძიება და სხვ. - ქარ / ENG
"დააფინანსე ტექნოლოგიური მომავალი" - საქართველოს ვენჩორული კაპიტალის ასოციაცია - ეფექტური პლატფორმა ინოვაციური კომპანიებისა და ინვესტორებისთვის - ქარ / ENG
ბია - ბიზნეს ინფორმაციის სააგენტო - ქარ / ENG
"ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი 2021" - დღის წესრიგი ქარ / ENG
ფორუმის ჩანაწერი ქართულად - ნაწილი I
https://www.facebook.com/DiplomaticRepresentationsofGeorgia/videos/186156299634360
ფორუმის ჩანაწერი ქართულად - ნაწილი II
https://www.facebook.com/DiplomaticRepresentationsofGeorgia/videos/236736748176237/
ფორუმის ჩანაწერი ქართულად - ნაწილი III
https://www.facebook.com/DiplomaticRepresentationsofGeorgia/videos/455314655883533/
[Diaspora Economic Forum 2021 - ENG]