დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა 2020

2020 წელს, პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შედეგად, გამოვლინდა 45 გამარჯვებული თანამემამულე მსოფლიოს 19 ქვეყნიდან. წელს პრიორიტეტი მიენიჭა იმ პროექტებს, რომელთა მიზანს წარმოადგენდა პანდემიის შედეგად შექმნილი კრიზისული ვითარების ფონზე უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარება და მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების/გაერთიანებების ფუნქციონირების ხელშეწყობა.
- აშშ - ნათია აღლაძე, მამუკა გელაძე, თამარა ტორესი, ეთერ ნემსაძე - საგანმანათლებლო, სოციალური და იურიდიული დახმარება;
- აზერბაიჯანი რესპუბლიკა - ხატია იბიშვილი, ეთერ ბაბაჯანაშვილი - სოციალური დახმარება, სასოფლო-სამეურნეო საქონლით უზრუნველყოფა;
- ბელგია - მარიამ დედაბრიშვილი, ანა ბალამწარაშვილი, ეთერ მახარაძე - საგანმანათლებლო და სოციალური დახმარება პირველადი მოხმარების ნივთებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
- გერმანია - ქეთევან ბორუფკა, სალომე ონიანი - დახმარების ცენტრის ჩამოყალიბება, სათარჯიმნო-საკონსულტაციო და საგანმანათლებლო სახის დახმარება;
- დიდი ბრიტანეთი - პეიმან მარამი-ზონუზი - კონსულტაცია საემიგრაციო, იურიდიულ, საცხოვრებელ და სოციალურ საკითხებზე;
- ეგვიპტე - თათია სიმონეიშვილი - ემიგრანტების უზრუნველყოფა პანდემიის დროს საჭირო პირველადი მოხმარების ნივთებით;
- ესპანეთი - მაყვალა კობიძე, გივი მეტრეველი, დიანა ციხისთავი - საგანმანათლებლო და ჰუმანიტარული დახმარების ცენტრის ჩამოყალიბება, ბავშვთა საზაფხულო ბანაკის და სარეაბილიტაციო ქართული საზაფხულო სკოლის მოწყობა;
- თურქეთი - ნანა კეკელია, ერდალ ქუჩუქი, ფეჰმი უზალი - საკვირაო სკოლის ჩამოყალიბება და აღჭურვა, იურიდიული ონლაინ პლატფორმის შექმნა, საინფორმაციო ვებ-გვერდის განვითარება;
- იტალია - ბეგლარ თავართქილაძე, თეონა კასარელი, ნინა წიკლაური, ცინარი ღვალაძე, ნუნუ გელაძე, ნია ზაზაშვილი - იურიდიული მომსახურება, კრიზისის ცენტრის შექმნა და აღჭურვა, საკვირაო სკოლის ჩამოყალიბება, სოციალური დახმარება;
- მალტა - მაკა ლაშხი - დიასპორული ვებ-გვერდის შექმნა;
- ნიდერლანდების სამეფო - მაია ადუაშვილი - პანდემიის შედეგად დაზარალებული ემიგრანტი ოჯახების დახმარება;
- პოლონეთი - თამარ მანჯავიძე - ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების წარმატებით ინტეგრაციის უზრუნველყოფა;
- პორტუგალია - ია ბექაური - დიასპორის კონსოლიდაციისთვის სპეციალური სივრცის შექმნა;
- რუსეთი - დალი ჯორბენაძე - სამართლებრივი დახმარების უზრუნველყოფა, ონლაინ ლექცია-ტრენინგების ჩატარება;
- საბერძნეთი - ნანა ფერაძე, დარეჯან ღამბაშიძე, ბექა ბექაური, ხათუნა ბალახაშვილი, ირინა მათურელი, ავთანდილ მიქაბერიძე - იურიდიული, სამედიცინო და კულტურული დახმარება, პირველადი მოხმარების ნივთებით მომარაგება, საინფორმაციო პორტალის განვითარება;
- საფრანგეთი - ზაზა ფუტკარაძე, ლია ღონღაძე, მირანდა ევგენიძე - საგანმანათლებლო, სამედიცინო და სოციალური დახმარება;
- უკრაინა - ანა კრავჩუკი, მეგი ლაშხია, შორენა გეგეშიძე - კულტურული ცენტრის მხარდაჭერა, საინფორმაციო ცენტრის შექმნა, საკვირაო სკოლების მხარდაჭერა;
- შვედეთი - ლელა კუხიანიძე, ქეთევან ბაღათურია - დახმარება მედიკამენტებით, საცხოვრებლით, საკვები პორდუქტით და კონსულტაციით;
- ჩინეთი - სალომე ციხისელი - ჩინური ენის პრაქტიკული კურსის ორგანიზება.
2020 წლის კონკურსის გამარჯვებულ დიასპორელთა წარდგენა