მიმოხილვა
მერჯევი - სოფელი საქართველოში, საჩხერის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. სოფელი მერჯევი არის ადმინისტრაციული ცენტრი, რომლის შემადგენლობაშიც შედის სოფლები მერჯევი და ივანწმინდა.
სოფელი მდებარეობს ზღვის დონიდან 560 მეტრზე, საჩხერიდან 8 კმ-ში. სოფელზე გადის გომი-საჩხერე-ჭითურა-ზესტაფონის ცენტრალური საავტომობილო გზის მაგისტრალი, საჩხერის ცენტრალურ ავტოსადგურამდე არის 7 კმ და რკინიგზის სადგურამდე 8 კმ, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე - 108 კმ.
სოფელი მერჯევი ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნეში, თუმცა დასახლებული პუნქტი უფრო ადრეული ხანისაა.
სოფელში შემორჩენილია XI საუკუნის ძეგლი - იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, ასევე შუა ფეოდალური ხანის სალოცავი „ანგაროული“, რომელზედაც ლაპიდარული წარწერაა. სოფელში მდებარეობს XVIII საუკუნის სამების სახელობის ეკლესია.
სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია: მევენახეობა, მესიმინდეობა, მეცხოველეობა.
2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 1 449 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
2002 | 1834 | 906 | 928 |
2014 | 1449 | 716 | 733 |
მერჯევში არის საჯარო სკოლა, სამედიცინო ამბულატორია, ბიბლიოთეკა, მიმდინარეობს საბავშვო ბაღის მშენებლობა.
სოფელი ელექტროფიცირებული და გაზიფიცირებულია, არის ცენტრალური წყალმომარაგების სისტემა. შიდა გზები მოასფალტირებული და მობეტონებულია.
საინვესტიციო რესურსები
1. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი
- რესურსის ტიპი: მიწა
- რესურსის ქვეტიპი: სასოფლო-სამეურნეო
- საკადასტრო კოდი: 35.08.41.021
- ადგილმდებარეობა: სოფელი მერჯევი, საჩხერის მუნიციპალიტეტი, მერჯევის ადმინისტრაციული ერთეული; ზღვის დონიდან 500 მ. სოფ. მერჯევის ცენტრიდან 5-6 კმ. ნაკვეთი ფაქტობრივად ესაზღვრება ქ. საჩხერეს. მდებარეობს გომი-საჩხერე-ჭითურა-ზესტაფონის ცენტრალური მაგისტრალამდე 600 მეტრში, უახლოესი რკინიგზის სადგურია „საჩხერე“ (1,5 კმ), ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მანძილია - 101 კმ.
- ფართობი: 1010.00 მ2
- რელიეფი: ვაკე
- ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები: სოფელი საირხე (200 მ),სოფელი ივანწმინდა (250 მ) და ქ. საჩხერე, რომელიც უშუალოდ ებმის აღნიშნულ მიწის ნაკვეთს.
- ინფრასტრუქტურა:
- გზა: ნაკვეთამდე მიდის მოასფალტებული მიწის ნაკვეთამდე მანძილი გომი-საჩხერე-ჭითურა-ზესტაფონის ცენტრალური საავტომობილო გზიდან შეადგენს 600 მეტრს
- ელექტრო სისტემა: ელექტროენერგიის მიყვანა შესაძლებელია 80 მეტრიდან
- წყალმომარაგება: ნაკვეთი სასმელი წყლის სისტემას დაცილებულია 80 მ-ით
- გაზმომარაგება: ნაკვეთი გაზგაყვანილობის სისტემას დაცილებულია 80 მ-ით
- სხვა: ქ. საჩხერის N1 საჯარო სკოლა მდებარეობს 1კმ-ის, ხოლო საჩხერის ცენტრალური საავადმყოფო 1,5 კმ-ის დაშორებით
- გამოყენების მიზნობრიობა: შეიძლება გამოყენებულ იქნეს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის, საბავშვო ბაღის ან მოხუცთა თავშესაფრის მშენებლობისათვის.
- საკუთრების ფორმა: კერძო
- სავარაუდო საბაზრო ღირებულება: 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი
- მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: პირდაპირი მიყიდვის წესით, შესაძლებელია თანაინვესტირებაც
- დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი მერჯევის ადმინისტრაციულ ერთეულში ნუგზარ ქემერტელიძე, ტელ: (+995) 577 977 617