პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საჩხერის მუნიციპალიტეტი / სოფელი საირხე

მიმოხილვა

საირხე - სოფელი საქართველოში, საჩხერის მუნიციპალიტეტში. საირხე არის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი, რომლის შემადგენლობაშიც, საირხესთან ერთად, შედის სოფელი ჭორვილა. ზღვის დონიდან 560 მეტრი, საჩხერიდან 3 კილომეტრი. სოფელი მდებარეობს საჩხერის ცენტრალური ავტოსადგურიდან და რკინიგზის სადგურიდან 1 კმ-ში. გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის ცენტრალური საავტომობილო გზიდან დაშორებულია 1 კმ-ში. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი არის 100 კმ-ში.

საირხე უძველესი ისტორიის მქონე სოფელია, რაც დადასტურდა გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებით. ე.წ "საბადურის გორაზე" აღმოჩენილ იქნა საკულტო მოედანი, საკულტო ორმო და მდიდრული სამარხები. აქ აღმოჩენილია სხვადასხვა ტიპის ოქროსა და ვერცხლის სამკაულები, რომლებიც ადრეანტიკური ხანის ქართული ოქრომჭედლობის შედევრებს განეკუთვნებიან. აქ აღმოჩენილი მასალების ერთობლიობა ძვ. წ. VI-I საუკუნებითაა დათარიღებული.

არქეოლოგიური მონაცემების საფუძველზე საირხე პოლიტიკურ-რელიგიურ და სამეურნეო-სავაჭრო ცენტრს, ქალაქს წარმოადგენდა, რომლის აყვავების ხანა ემთხვევა კოლხეთის სახელმწიფოს არსებობის პერიოდს. იგი მოიცავს ძვ.წ. VI-IV საუკუნეებს. მომდევნო ეპოქაში აქ შეინიშნება აღმოსავლეთ ქართული კულტურის მომძლავრება და ნათელია, რომ ძვ.წ. III საუკუნიდან საირხე განაგრძობს არსებობას, როგორც იბერიის სახელმწიფოს ერთ-ერთი პროვინციის ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ცენტრი.

სოფელ საირხეში ფუნქციონირებს წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1990-იან წლებში.

სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია: მევენახეობა, მესი-მინდეობა, მეცხოველეობა

გავრცელებული გვარებია: შუკაკიძე, დევიძე, დვალი, კურტანიძე, ციმაკურიძე, სადუნიშვილი, ქველაძე, ვეშაპიძე, სოფრომაძე, გრძელიშვილი, მესხი.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1994 ადამიანი.

აღწერის წელი

მოსახლეობა

კაცი

ქალი

2002

2395

1156

1239

2014

 1994

982

1012

სოფელში არის საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, სასულიერო სკოლა-პანსიონი, ამბულატორია, ბიბლიოთეკა და სპორტული მოედანი, ასევე ქართული ჭიდაობის ღია ტიპის არენა.

სოფელი მთლიანად ელექტროფიცირებული და გაზიფიცირებულია, არსებობს ცენტრალური წყალგაყვანილობის სისტემა და ინტერნეტის ქსელი.

საინვესტიციო რესურსები

1. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: არასასოფლო-სამეურნეო
  • საკადასტრო კოდი: 35.07.46.016
  • ადგილმდებარეობა: სოფელი საირხე, საჩხერის მუნიციპალიტეტი. ზღვის დონიდან 560 მეტრი. საჩხერიდან - 3 კმ. ნაკვეთი მდებარეობს სოფლის ცენტრში სოფლის ცენტრალური გზის მიმდებარედ, საჩხერის ცენტრალური ავტოსადგურიდან და რკინიგზის სადგურიდან 0.5 კმ-ში. გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის ცენტრალური საავტომობილო გზიდან დაშორებულია 0.5 კმ-ით. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან - 100 კმ-ით. ესაზღვრება საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, საჭიდაო არენა და მშენებარე სარიტუალო დარბაზი.
  • ფართობი: 3012.00 მ2
  • რელიეფი: ვაკე
  • ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები: ქალაქი საჩხერე (0.5 კმ) და სოფელი ჭორვილა (3 კმ).
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: ნაკვეთამდე მიდის ასფალტირებული საავტომობილო გზა
    • ელექტრო სისტემა: ელექტროენერგია არის მიმდებარედ
    • წყალმომარაგება: სასმელი წყალი არის მიმდებარედ
    • გაზმომარაგება: გაზ-გაყვანილობა არის მიმდებარედ
    • სხვა: სოფელში არის ინტერნეტ ქსელი
  • გამოყენების მიზნობრიობა: შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც საწარმოო ნაგებობის, ისე ბავშვთა გასართობი ცენტრის ასაშენებლად, საცხოვრებლად და სხვა.
  • საკუთრების ფორმა: მუნიციპალური
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: საწყისი ფასი - 13 554 (ცამეტი ათას ხუთასორმოცდათოთხმეტი) ლარი
  • მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: შესაძენად საჭიროა ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: საირხის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი იამზე ნოზაძე, ტელ.: (+995) 577 977 427
 

2. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: არასასოფლო-სამეურნეო
  • საკადასტრო კოდი: 35.07.46.033
  • ადგილმდებარეობა: სოფელი საირხე, საჩხერის მუნიციპალიტეტი. ზღვის დონიდან 560 მეტრი. საჩხერიდან - 3 კმ. ნაკვეთი მდებარეობს სოფლის ცენტრში სოფლის ცენტრალური გზის მიმდებარედ, საჩხერის ცენტრალური ავტოსადგურიდან და რკინიგზის სადგურიდან 0.5 კმ-ში. გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის ცენტრალური საავტომობილო გზიდან დაშორებულია 0.5 კმ-ით. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან - 100 კმ-ით. ესაზღვრება საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, საჭიდაო არენა და მშენებარე სარიტუალო დარბაზი.
  • ფართობი: 1551.00 მ2
  • რელიეფი: ვაკე
  • ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები: ქალაქი საჩხერე (0.5 კმ) და სოფელი ჭორვილა (3 კმ).
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: ნაკვეთამდე მიდის ასფალტირებული საავტომობილო გზა
    • ელექტრო სისტემა: ელექტროენერგია არის მიმდებარედ
    • წყალმომარაგება: სასმელი წყალი არის მიმდებარედ
    • გაზმომარაგება: გაზ-გაყვანილობა არის მიმდებარედ
    • სხვა: სოფელში არის ინტერნეტ ქსელი
  • გამოყენების მიზნობრიობა: შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც საწარმოო ნაგებობის, ისე ბავშვთა გასართობი ცენტრის ასაშენებლად, საცხოვრებლად და სხვა.
  • საკუთრების ფორმა: მუნიციპალური
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: საწყისი ფასი - 6 980 (ექვსი ათას ცხრაასოთხმოცი) ლარი
  • მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: შესაძენად საჭიროა ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: საირხის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი იამზე ნოზაძე, ტელ.: (+995) 577 977 427

სასარგებლო ბმულები